თეგი: ეკონომიკური საბჭოს სხდომა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.   მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.   საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.    განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. „აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში  ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის – 94.6% – აღდგენაა. საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7 000-მა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება. 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.  

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. "აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, - 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება. საუბარი შეეხო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა. სხდომის წევრებმა მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს წევრებმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძისგან საწვავის ფასების შემცირების მიმართულებით არსებული ვითარება და კონკრეტული ნაბიჯები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ თებერვლის თვეში საწვავზე 30-40-თეთრიანი კლება დაფიქსირდა. საუბარი შეეხო სურსათის ფასების შემცირების კუთხით არსებულ ვითარებას და სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს, რომელზეც, მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არაგონივრულად მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესი. ეკონომიკური საბჭოს მონაწილეებმა ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესი მიმოიხილეს. სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს „ევრო 5“-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც, „ევრო 5“-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან შეიზღუდება, რაც, თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. ამ ინიციატივის განხორციელება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონების გაზიფიცირების პროცესს. სხდომის მონაწილეებმა ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკურორტო ზონების რეაბილიტაციის გეგმა და განსახორციელებელი ნაბიჯები. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის კურორტების განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსხვილი პროექტების მიმდინარეობა, რომლებზეც, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. განსახილველ საკითხებს შორის იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავების პროცესი. აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე მიმოიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი. აღინიშნა, რომ პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტის მშენებლობის სამუშაოები 2023 წელს დაიწყება. საუბარი შეეხო უკვე არსებული პორტების განვითარების მიმართულებით გეგმებს. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი საბაზო ეფექტის ფონზე. როგორც სხდომის წევრებმა აღნიშნეს, წინა წლის იანვარშიც მაღალი – 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი რეალური მშპ 8,4%-ით გაიზარდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ინფლაციის პოზიტიური მაჩვენებელი. აღინიშნა, რომ 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა, წლიური ინფლაცია კი წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა და 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. წინა თვესთან შედარებით ფასების დონის კლება ნათლად მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია.  

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. აგრეთვე განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილეს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა 2023-2028, რომლის შესახებაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ითქვა, რომ უკვე შერჩეულია ის 10 ტურისტული ლოკაცია, რომლის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. ხაზი გაესვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის კურორტების განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამ თვის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ასევე ფიქსირდება ინფლაციის დონის შემცირება, რაც პანდემიის შემდგომ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. ყურადღება დაეთმო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.  

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას. სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება. რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების პროგნოზებს. აღინიშნა, რომ ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს. საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მნიშვნელობანი გაუმჯობესების თვალსაზრისით და ერთ-ერთი ლიდერია ფართე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის კუთხით. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ქვეყანაში შემცირდება სიღარიბე, გაიზარდება დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები. სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები და ახალი ინიციატივები, რომელიც მომზადდება და მოკლე დროში წარედგინება მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად.